პოლიტიკა

ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა

19.07.18 19:45


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

ინფორმაცია პირველ არხს თბილისში რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

პირველი არხი დაუკავშირდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფისსაც, საიდანაც მიიღო გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხი.

„მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით. ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, კანცლერის ვიზიტების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვასაჯაროებთ მხოლოდ ვიზიტის წინა პარასკევს“,- ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები