პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო კაპრალის, ოთარ კალმახელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

19.07.18 20:00


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, II ქვეითი ბრიგადის კაპრალის, ოთარ ელგუჯას ძე კალმახელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს. კაპრალი ოთარ კალმახელიძე 14 ივლისს გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კაპრალი ოთარ კალმახელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქიმიური ასეულთან ერთად მონაწილეობდა. ოთარ კალმახელიძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართულ ბრძოლაში მონაწილე ხუთი გადარჩენილი ჯარისკაციდან ერთ-ერთია.

მას მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ და სხვა ჯილდოები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.






წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები