პოლიტიკა

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის შიდა პასპორტებით სარგებლობაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა

19.07.18 21:00


საქართელოს და უკრაინის მთავრობა ორ ქვეყანას შორის გადაადგილების მიზნით შიდა ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდა.

როგორც „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.

"ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა. ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ დოკუემნტს ხელი მოეწერება",-განმარტეს საგარეო უწყებაში.

18 ივლისს შესაბამისი შიონაარსის განცხადება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნომ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაბამისი შეთანხმება თბილისში 17 ივლისს, თბილისში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრე საენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის იქნა მიღწეული.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები