პოლიტიკა

ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება

19.07.18 21:20


ნატოს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.

ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც საუბარია ნატოს ბრიუსელის სამიტზე ნატოს მოსაზღვრე ქვეყნების გაძლიერების მიზნით ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, ნიდერლანდების სამეფო 1 მილიონ ევროს გამოყოფს ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში და ხელს შეუწყობს საქართველოში, უკრაინაში, იორდანიაში, ტუნისსა და ერაყში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.

„აღნიშნული კონტრიბუციით ნიდერლანდების სამეფო ინვესტიციას ახორციელებს ევროპის გარშემო სტაბილურობის შექმნისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის”-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები