პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

20.07.18 14:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.

“საქართველო კვლავაც მიისწრაფის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.

პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან”- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, თანაზომიერ რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენი კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე თამაშობენ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაში ჩართვისკენ მიისწრაფიან.

უმჯობესია, დაფიქრდნენ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები