პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე დღეს ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება

20.07.18 14:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

ბახტაძე დღეს ევროპული სამზეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ნატალია საბანაძის განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„ეს არის, კომისარი, რომელიც კურირებს გაფართოების და სამეზობლო საკითხებს, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მასთან შეხვედრა. შეხვედრისას განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის ქოლგის გარშემო საქართველო გახდა ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირის. 10 წელი სრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, იქნება საუბარი მის მომავალზე. ასევე დახმარებებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იოჰანეს ჰანის პირადი ინიციატივა იყო ევროპული სკოლის გახსნა საქართველოში. სკოლის გახსნა საქართველოში სექტემბერში იგეგმება“,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები