პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში

20.07.18 15:15


ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ სიმართლეში, რომელიც მე გამაჩნია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდულია მედიით გაჟღერებული ბრალდებები მისი მისამართით, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ამ დრომდე კონკრეტული მტკიცებულება მის წინააღმდეგ არავის წარმოუდგენია.

როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, გამოკითხვა არ უკავშირდებოდა არც შესყიდვებისა და ტენდერების საკითხს.

„მე არ ვარ იურისტი, მე ვარ ეკონომისტი და სწორი იყო, რომ ადვოკატი უნდა წამეყვანა.

პირდაპირ ვიტყვი, რომ შემოთავაზება პროკურატურიდან იყო – ბატონო დიმიტრი, არ გჭირდებათ ადვოკატი, რადგან ეს არის მარტივი საქმე და თქვენ უნდა დააფიქსირით თქვენი პოზიცია სხვებზე, შესაძლო დასაწყებ საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის გამოკითხვა. ეს იყო ჩვეულებრივი გამოკითხვა, სადაც დავაფიქსირე პოზიცია და ვერსიები, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ყველაფერს არანაირ ტენდერებთან არ ჰქონდა კავშირი.

მე არ ვარ არანაირ შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებული, საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, – განაცხადა ქუმსიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები