პოლიტიკა

უსუფაშვილი: „მარგველაშვილთან საუბარი შედგა და ეს საუბარი გაგრძელდება“

20.07.18 16:45


„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ მარგველაშვილთან მის სამომავლო გეგმებზე ჰქონდა საუბარი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

„მარგველაშვილთან საუბარი შედგა და ეს საუბარი გაგრძელდება. იყო საინტერესო აზრთა ურთიერთგაცვლა. გვაქვს ბევრ საკითხში პრაქტიკულად სრული ურთიერთგაგება, განსაკუთრებით, მოვლენათა შეფასებაში. როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება და როლი, თავად იტყვის, წავედით წინ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილი მიხვდა, რომ მოვიდა დრო, თავად ჩამოყალიბდეს და ამის თაობაზე ყველას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს“, – აცხადებს უსუფაშვილი.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები