საზოგადოება

თბილისში ავარიის შედეგად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

20.07.18 17:00


თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

მედიის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის მანქანას „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

როგორც "პირველს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები