პოლიტიკა

გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

20.07.18 17:45


საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიეტუვას მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მინდაუგას ზიკუსი.

შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. მინისტრმა ლიეტუვას მხარის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე, დაგეგმილი სიახლეები გააცნო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები