პოლიტიკა

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს

20.07.18 18:00


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

19 ივლისის ბრძანებულების თანახმად, შეწყალების კომისიაში შედიან ზვიად:

ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;

ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;

რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;

კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;

გივი შაჰნაზარი – მწერალი;

თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;

ნინო კიკნაძე – იურისტი;

არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.

წინა შემადგენლობიდან, კომისიის წევრები აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი, ახალ წევრებად კი დაემატნენ ნინო კიკნაძე და არინა თავაქარაშვილი.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები