პოლიტიკა

„გარკვეული რეკრეაციული ადგილები გადაყვანილია სამშენებლო არეალში“ - კალაძე გენგეგმაში შეტანილ ცვლილებებზე

20.07.18 19:30


დედაქალლაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში გარკვეული რეკრეაციული ზონები გენგემით სამშენებლო არეალში გადავიდა, ზოგიერთი ადგილის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. კალაძე ამ კომენტარით იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ახალი გენგეგმის მიხედვით, კრწანისსა და ვარკეთილში არსებული სარეკრეაციო ზონები საცხოვრებელ ადგილებად გადაკეთდა:

"გენგეგმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა. არის კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი არ იყო მშენებლობების განხორციელება და დღეს გადაყვანილია რეკრეაციულში და პირიქით, არის ადგილები, რომელიც იყო რეკრეაციული და გადაყვანილია სამშენებლო არეალში. ეს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის კონცეფციაა. ზონების ცვლილებებას რაც შეეხება, დაახლოებით 4 მლნ კვადრატულ მეტრამდე სამშენებლო ზონები არის გადაყვანილი რეკრეაციულ ზონებში. ეს ნორმალური პროცესია. 2009 წლის გენერალურ გეგმაში იყო ხარვეზები, მოცემულობა ყოველთვის იცვლება და ახალ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა რაღაცები შეცვალა", - განაცხადა კალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები