პოლიტიკა

„ჩვენი ამოცანაა, ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - გედევან ფოფხაძე

21.07.18 19:15


არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ცინიკურს უწოდებს.

„რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა გვესაუბრება საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით, რეალურად ცხინვალში რომ ისაა ოკუპანტი და ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ამ რეალობას რუსეთი არასდროს არ აღიარებს. მაგრამ ამ რეალობას ხედავს მთელი მსოფლიო. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მთელი ეს პროცესი მოვაქციოთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, გავათავისუფლოთ მოქალაქეები ძალადობრივი რეჟიმისგან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები