ეკონომიკა

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

21.07.18 20:00


საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მას მხარი 78 პარლამენტარმა დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემწარუდგინა.

მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არსებული სოციალურისისტემის სრულყოფაა.

„დაგროვებითი პენსია იქნება სისტემის შემავსებელი სვეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, ღირსეული პენსიისუზრუნველყოფას უპასუხებს.

დღეს არსებულ საპენსიო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობისთვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიცწლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, დაგროვებითი პენსია ყველაზე ოპტიმალურ მოდელს წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესებისკუთხით.

წინააღმდეგ შემთხევაში, მხოლოდ სოციალური პენსიის მეშვეობით ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდა, ან თუნდაც შენარჩუნება, არარეალისტური იქნება.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლებისკოეფიციენტს.

კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტიგანსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საპენსიო შენატანი, გენერირებული საინვესტიციო ამონაგები და თავად საპენსიო განაცემებიგათავისუფლებულია დაბეგვრისგან, რაც მნიშვნელოვანია სტიმულია სახელმწიფოს მხრიდან.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები