საზოგადოება
21.07.18 20:15
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერთაში მდებარე 1852 წელს აშენებულ სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, შვერილი აბსიდით, დგას ძველი ეკლესიის ადგილზე, ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებითა და ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნიდანაც და გარედანაც არქიტრავულია. გრძივ კედლებზე სამ-სამი, დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში კი თითო თაღოვანი ფართო სარკმელია. აბსიდა მრგვალი ნახევარწრიული შვერილია.
ეკლესია დასრულებულია სამხრეთის მხრიდან დაკბილული (ძველი ნაეკლესიარის უნდა იყოს), ხოლო დანარჩენი მხრიდან მარტივი თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია ლორფინით.
დასავლეთ კიდეში ფანჩატურისებრი, ოთხ სვეტზე გახსნილი სამრეკლო აქვს დადგმული.
აღმოსავლეთით – ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც, პასტოფორიუმებთან ერთად, დარბაზისგან გამოყოფილია ხის მაღალი მოხატული კანკელით. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია დარბაზისგან.
დარბაზი დანაწევრებულია ორი წყვილი მრგვალი სვეტითა და მათზე გადასული თაღებით.
თითოეული ნავი დასრულებულია კამარით, რომელიც შეკიდულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი ბეტონის დეკორატიული ფილებითაა მოგებული. კამარის ნაწილი მოხატულია.
ტაძრის მორთულობას შეადგენს: დასავლეთის კედელზე კარის რელიეფური მოჩარჩოება, ამავე კედელზე კარის ზემოთ, სამრეკლომდე ამავალი ლილვების წყვილი და სამხრეთ ფასადზე დაკბილული კარნიზი. ტაძარს გარს უვლის ქვის დაბალი ყორე გალავანი.
ტაძარი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთსა და ჯავახეთში ბერძენი ხელოსნების მიერ აგებული ტაძრების იდენტურია. მეორდება როგორც კონსტრუქციული გადაწყვეტა, ისე გაფორმება, განსხვავება აქ მხოლოდ ფრესკებია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24