პოლიტიკა

“პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას”

07.07.16 19:10


პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში.

„პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი, როგორც აქამდე იყო, აისახება საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს, გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნატოს 27-ე სამიტი ვარშავაში ხვალ გაიხსნება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები