პოლიტიკა

რუსეთი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციად აფასებს

07.05.16 18:00


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ეხმაურება და მას პროვოკაციულს უწოდებს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მოსკოვი პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას „Noble Partner 2016“-ს, რომლის მომზადების ფარგლებშიც საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შევიდა.

„ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის „ათვისებას“ განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ამერიკავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესარყევად. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ღია ხელშეწყობა თბილისის რევანშისტული მისწრაფებებისადმი“, - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები