საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში

07.05.16 18:10


დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი სეტყვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე დღეებში 15-20 გრადუსი იქნება.

„აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, სეტყვა მოვიდეს, თბილისში კი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდვენო დღეებშიც არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები, – აცხადებს სინოპტიკოსი ლალი ელისაშვილი.

წყარო : Kvira /www.kvira.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები