საზოგადოება

ქართველი მოსწავლეების წარმატება ქიმიის ოლიმპიადაზე

30.07.18 17:05


მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა (სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართა.

ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა), დავით რიჟინაშვილი (ვეკუას სკოლა) და საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა). საპატიო დიპლომი გადაეცა ლევან გოჯიაშვილს (სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი).

განათლების სამინისტრო ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ნაკრების მენტორთა ჯგუფს: ელიზბარ ელიზბარაშვილს, ვახტანგ კურცხალიას და თინათინ ბუთხუზს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები