საზოგადოება

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

30.07.18 19:45


30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე სხვა სამთავრობო უწყებებთან, ამერიკის საელჩოსა და ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლები.

შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო საჯაროსამართლის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სარაჯიშვილმა, წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელი უწყების,თაოსნობით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთიუმთავრესი პრიორიტეტია. ამას მოწმობს ისიც, რომ2018 წლის ანგარიშით აშშ–ის სახელმწიფოდეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთანბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებებიკვლავ პოზიტიურად შეაფასა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ანგარიშის მიხედვით საქართველო ევროკავშირისა და დასავლურისახელმწიფოების გვერდით კვლავ ინარჩუნებსადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომსახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთანბრძოლის სტანდარტებს და მთავრობასისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობისწინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს პირველად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე. ამასთან, ანგარიშში წელს პირველად გამოიყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის მოდელი საუკეთესო მაგალითად დასახელდა

გარდა ამისა, ეუთო–ს დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ეროვნული რეფერალური მექანიზმი შეაფასა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მოდელი, და გადაწყვიტა მისი ასახვა ეუთო–ს ეგიდით შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლისექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წლის ივნისშიგამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანიპროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლისპოლიტიკის დახვეწის მიმართულებით; ხოლოსაერთაშორისო კვლევის − „მონობის გლობალურიინდექსის“ − 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს მიერგატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.

ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრებ თუ მომუშავე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ასევე, მათ მიმართ ყოველგვარი ძალადობის პრევენციას.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები