საზოგადოება

ზაფხულში მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 ადამიანს დასჭირდა

30.07.18 21:40


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 პაციენტს გაეწია, აქედან 50 მათგანი სტაციონარში მოთავსდა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მზისგან დამწვრობის გამო, ამჟამად, დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ოთხი ახალგაზრდა ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

„ამ პაციენტებს შორის მინიმალური ასაკი 19 წელია, ხოლო მაქსიმალური - 26 წელი. ოთხივე მათგანი მზით დამწვარია“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიყენებული დამწვრობის გამო ორმა პირმა მიმართა, რომლებიც მკურნალობის კურსს ამჟამად აღარ გადიან.

გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციით, დღის 11:00 საათიდან 17:00-მდე გარუჯვისგან თავის შეკავებაა აუცილებელი. ის გარჯვის მსურველებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ურჩევს.





წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები