საზოგადოება

საანგეტო: ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრი ხარვეზებით შენდება

31.07.18 15:00


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისას ხარვეზები გამოვლინდა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთო არქიტექტურული ფონიდან სრულად არის ამოვარადნილი შენობის გადახურვის კონსტრუქცია. ამის გამო, პროექტი შეიცვლება.

„შენობის აგებას უზრუნველყოფს მუნიციპალური განვითარების ფონდი. თავისი გაბარიტებითა და ვიზუალით ჰარმონიულად არ ჩაეწერა არსებულ ლანდშაფტში. მისი გადახურვის კონსტრუქცია ნაწილობრივ ამოვარდნილია საერთო არქიტექტურული ფონიდან. სიმაღლეში უფრო მაღალია, რაც არქიტექტურულ ნაწილში გარკვეულ დისონანსს ქმნის. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპეციალისტების დახმარებით, შეიცვლება ამ შენობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახურავის კონსტრუქციის შეცვლას და მაქსიმალურად იქნება მისადაგებული არსებულ არქიტექტურულ ლანდშაფტთან. ამ ეტაპზე სახურავის კონსტრუქციული მოწყობის სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო შენობის პირველ სართულზე ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როდესაც ახალი პროექტი გაივლის საბჭოს წევრების შეფასებას, მოხდება ხელახალი ნებართვის გაცემა და გაგრძელდება ამ შენობა ნაგებობის სამუშაოების პროცესი“, – ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები