საზოგადოება

იტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს

31.07.18 16:50


იტალიის ქალაქ ბარიში, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ დაკავებულების ბინაში მოპარული ნივთები ინახებოდა. სამართალდამცველების ადგილზე გამოჩენის დროს, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ნაქურდალი ნივთების აივნიდან გადაგდება სცადა. მათ შორის იყო სამკაული და ძვირფასი საათები.

ჩხრეკის შედეგად, სახლში აღმოჩენილია 100 ათასი ევროს ღირებულების მოპარული ნივთები და 2000 ევრო ნაღდი ფული.

30 წლის ბულგარეთი და 40 წლის საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში რჩებიან.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები