საზოგადოება

ბათუმში 32 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

31.07.18 20:05


ბათუმში 32 წლის მამაკაცი სამშენებლო სამუშაოების დროს დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა გუშინ, ანგისის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი მაღალი ძაბვა გახდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე ამწეს მართავდა, რომელიც მაღალი ძაბვის სადენს შეეხო და ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები