საზოგადოება

საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო 6 თვეში ავტოავარიებში 7 წლამდე 150 ბავშვი დაშავდა

31.07.18 21:00


"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალური კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ბოლო 6 თვეში ავტოავარიებში 7 წლამდე 150 ბავშვი დაშავდა.

"დღე ჩვენი კანონმდებლობით საკმარისად არ არის დარეგულირებული 12 წლამდე ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების ნორმები რაც ითვალისწინებს იმას, რომ 12 წლამდე ბავშვი თავისი ზომის და წონის მიხედვით განთავსებული უნდა იყოს სავარძელში, აქედან გამომდინარე ყოველთვიურად გვაქვს ფატალური შემთხვევები. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვი არის დაშავებული ავტოავარიებში. ერთი თვის მონაცემებით, დაახლოებით 20ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი იღებს დაზიანებას იმის გამო, რომ არ არიან დაცული ავტომობილებში. შესაბამისად, იურიდიულ კომიტეტთან ერთად დავაყენეთ ინიციატივა, რომ შემდეგ საპარლამენტო სესიაზე განიხილონ ეს საკითხი, რათა არასრულწლოვნების გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოცემული კანონმდებლობით, სავარძლის გამოყენება სამ წლამდე ასაკის ბავშვები სავალდებულოა, ან ზრდასრულმა უნდა ჩაისვას კალთაში და ღვედი უნდა ჰქონდეს შეკრული, ეს არის აბსოლუტურად არამართებული და მაღალი რისკის შემცველი ნორმა, რომელიც ამოღებული უნდა იყოს და ჩანაცვლდეს მაღალი სტანდარტით" - აღნიშნა ლალიაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები