ეკონომიკა

აუდიტის სამსახური პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ

02.08.18 18:30


სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლის პრეიზდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აუდიტის სამსახური პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ.

"საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით.

მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკოში რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტელეფონის ნომერები:

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი

2 43-81-53 (ცხელი ხაზი); 2 43-81-54

ელ.ფოსტა: [email protected]

ფინანსური დეკლარაციები ფორმები განთავსებულია ვებ.გვერდზე: www.monitoring.sao.ge" - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები