საზოგადოება

უაქციზო სიგარეტის გაყიდვისთვის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

02.08.18 19:45


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – გაყიდვისთვის ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ცნობით, გაყიდვის მიზნით დაკავებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვას ახდენდნენ.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება,”-წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები