პოლიტიკა
25.04.16 1:50
"დიდი ხანია, საქართველოში მეც და სხვა ადამიანებიც ენდიაის კვლევებს ეჭვის თვალით უყურებენ. ორგანიზაციამ ამჟამად საინტერესო მანევრი განახორციელა - ჯერ პირველი ბლოკის შედეგები გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ მეორესი. ჩნდება ეჭვი, ამას იმიტომ ხომ არ აკეთებს, რომ პირველად თქვა ის, რაზეც ყველა დაეთანხმება და შემდეგ იმის შანსი გაზარდოს, რომ მეორე შემთხვევაშიც დაეთანხმებიან. ეს ხერხი როგორც პიარტექნოლოგიებში, ასევე ყველა სხვა კვლევით ტექნოლოგიებში გამოიყენება, სადაც ადამიანის დათანხმება მსგავსი ხერხებით ძალიან მარტივია", - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: "საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება".
"კვლევის დროს ისმება კითხვა, ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად? როგორც ენდიაი გვამცნობს, გამოკითხულთა უმრავლესობამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე დაასახელა. საქმე ისაა, რომ თავად კითხვაა გაუგებარი - რომელიმე ლამაზი ქალი დაესახელებინათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. აქ დაკონკრეტებული უნდა ყოფილიყო, თუ ვინ რითი მოგწონთ. კითხვაში არ ჩანს ბაქრაძე რატომ, ან რის გამო მოსწონთ - ამას ენდიაი არ აზუსტებს. როგორ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც ბოლო დროს ეკრანზე საერთოდ აღარ სჩანს, საზოგადოებაში უფრო პოპულარული იყოს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ყველა სოციალური კვლევის მიხედვით, მოსახლებაში საკმაოდ რეიტინგულია. იგივე კვლევის მიხედვით, მართველი გუნდის პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ფაქტობრივად ერთია, თუმცა იქვე ამბობს, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის ხმა რომელ პარტიას მისცეს. აი აქ არის სწორედ მთავარი ინტრიგა ჩადებული. "არ ვიცის" მქონე ადამიანებს კვლევა იტოვებს იმისთვის, რომ არჩევნებამდე ეს ხალხი ჩამოყალიბდება და აირჩევს რომელიმე პარტიას. რისთვის სჭირდება ენდიაის ეს მონაცემები? აი მთავარი კითხვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"არ გამოვრიცხავ, ეს იმისთვის კეთდებოდეს, რომ თუ "ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმის ძახილი დაიწყოს, რომ პარტიამ ხმები გააყალბა. რის შემდეგაც საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და დასავლეთს აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომელიც სათავეში მოვიდა, არალეგიტიმურია, ამას კი ხალხიც ეთანხმება. ამ მონაცემებით საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება. დემოკრატიული არჩევნებით "ნაციონალური მოძრაობა" სათავეში ვეღარ მოვა და ამიტომ ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშება სურთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დავობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ იგივე ადამიანები "ნაციონალური მოძრაობით" კმაყოფილები არიან? ეს ხომ ლოგიკას მოკლებული მონაცემებია? ეს ეჭვი არ გაჩნდებოდა, თუ ორგანიზაცია კვლევის დროს, "ნაციონალების" რეიტინგს სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად დაბლა დასწევდა. ენდიაიმ ეს არ გააკეთა და ამ პარტიის უპირეტესობა მკაფიოდ გამოკვეთა. შესაბამისად, ვერსია, რომ ეს ხელისუფლება აღარ მომწონს, საკმარისი არ არის", - განმარტავს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 29%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, სწორი ვარაუდია, რომ თუ გამოკითხულთა ამდენ პროცენტს არც ერთი პარტია არ მოსწონს, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა. ესეც იმის დამკვიდრებაა, რომ მოდი, ნუ წავალთ არჩევნებზე. ხმის მისაცემად მისული ადამიანების რიცხვი, რაც უფრო დაბალი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" პროცენტები მით უფრო მოიმატებს. თუ გამოკითხვით მათ 13% აქვთ, არჩევნებზე თუ ხალხი არ მივიდა, შესაძლოა 40 ან 50%-იც კი აიღონ... ველი, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, მაგრამ როგორი შემადგენლობით, არ ვიცი. "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ კვლავ უმრავლესობით მოვიდეს".
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23
-
14:2024.03.23
-
14:0024.03.23
-
13:4024.03.23
-
„ოცნების“ 5 წევრს, მათ შორის, რუსულ კანონზე არახელმომწერებს, მანდატი შეუწყდათ
13:2024.03.23
-
13:0024.03.23
-
12:3024.03.23
-
ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა
12:0024.03.23
-
დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სომხეთში და გაგზავნიან თუ არა ჰააგაში ?
11:4024.03.23
-
საქართველოს ანალენა ბერბოკი ეწვია
11:2024.03.23
-
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა - ხავიერ კოლომინა
11:0024.03.23
-
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება
10:4024.03.23
-
10:2024.03.23
-
პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:0024.03.23
-
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
18:0023.03.23
-
17:4023.03.23
-
17:2023.03.23
-
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებია
17:0023.03.23
-
პარლამენტი ხვალ გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს
16:4023.03.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
16:2023.03.23
-
პრემიერ-მინისტრი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
16:0023.03.23
-
ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს – კობახიძე
15:4023.03.23
-
ცესკოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
15:2023.03.23
-
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე ისაუბრა
15:0023.03.23
-
ვიქტორ დოლიძე - საქართველო რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად
14:3023.03.23
-
14:0023.03.23
-
13:4023.03.23
-
13:2023.03.23
-
13:0023.03.23