ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

09.08.18 16:30


ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად, დეკანოზმა პავლე ზაქარაიამ პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრა და რუსული ოკუპაციის სახით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.

შეკრებილ საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარი როისმა, რომელმაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბირმანმა კი საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესი და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ღია მმართველობის სამიტის ორგანიზებისთვის.

აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა, რომელმაც აგვისტოს მოვლენები გაიხსენა და რუსეთი საქართველოს ოკუპაციაში ღიად დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი ფიონა ჰილი, სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ უოკერი და სხვები.
საელჩოში მოეწყო ფოტო/ვიდეო გამოფენა, რომელიც აგვისტოს მოვლენებს ასახავს.

წყარო: IPN

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები