საზოგადოება
09.08.18 18:35
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ქალაქ ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნა. მუზეუმები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის – “ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში” ფარგლებში შეიქმნა.
გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ქარელის პირველი საჯარო სკოლის შენობაში შექმნილ მუზეუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის, ბესიკ კაპანაძის მშობლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ოკუპაციის შესახებ მუზეუმში გამოფენილი ისტორიული მასალა დაათვალიერა და შეკრებილ საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ესაუბრა. ღონისძიებაზე გარდაცვლილი სერჟანტის დედამ ბესიკ კაპანაძის ჩანაწერები და ლექსები წაიკითხა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ჩანაწერების კრებულის გამოცემას უზრუნველყოფს.
დღესვე, გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ხაშურს ეწვია, სადაც ასევე, გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ხაშურის ბიბლიოთეკის შენობაში განთავსდა. მუზეუმის სივრცე ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე 2008 წლის ოკუპაციის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტომასალას.
ოკუპაციის მუზეუმები ღია იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მოეწყობა ღია დისკუსიები და მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წყარო: kvira.ge
წაკითხულია : 82
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24
-
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
13:5815.03.24
-
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან დაიწყო
13:2215.03.24
-
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს, დენიელ რიშს შეხვდა
12:5915.03.24
-
11:3615.03.24
-
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
11:0015.03.24
-
10:4015.03.24
-
ტურისტული სექტორისთვის ახალი ონლაინ პორტალი შეიქმნა
10:0815.03.24
-
18:0014.03.24
-
ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
17:4514.03.24