პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს შეხვდა

11.08.18 15:20


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ტიტე არეშიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობას.

„გაცნობით შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან განვიხილეთ დარგის მხარდაჭერის სამომავლო გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამინისტროებს აქვს მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება, მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე არეშიძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელებიც აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებობს; ყველა პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ“ - აღნიშნა ტიტე არეშიძემ.

მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

წყარო: ghn.ge

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები