მსოფლიო

თურქეთის საგარეო უწყება - აშშ-ში უნდა გაიაზრონ, რომ სანქციებით და ზეწოლით სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ

11.08.18 15:25


აშშ-ს მხრიდან თურქეთზე განხორციელებული ზეწოლა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„აშშ-მ უნდა გაიაზროს, რომ ისინი სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ ამგვარი სანქციების დაწესებითა და ზეწოლის განხორციელებით. ამგვარი ქმედებები მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ოფიციალური ანკარა საჭირო პასუხს გასცემს თურქეთის წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ნაბიჯს“.
„თურქეთის ყოველთვის მხარს უჭერს პრობლემის დიპლომატიის, დიალოგისა და ურთიერთგაგების გზით გადაჭრას“, - დასძინეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარასთან დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რამაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ლირას გაუფასურება გამოიწვია, თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის გაორმაგების შესახებ განაცხადა.
„სულ ახლახან დავრთე ნება გაორმაგებულიყო ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე თურქეთის პატივისცემის გამო, რადგან მისი ვალუტა, თურქული ლირა ეცემა ჩვენს ძალიან ძლიერ დოლართან მიმართებაში! ალუმინი ამიერიდან იქნება 20 %, ფოლადი - 50%. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც თუ ძალიან კარგია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ცნობილია, რომ მანამდე აშშ-მა საბაჟო ტარიფები შემოიღო თურქულ ფოლადსა და ალუმინზე, რის გამოც თურქეთმა გადასახადი დააწესა ამერიკიდან შეტანილ საქონელზე 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობით.

წყარო: IPN

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები