მეცნიერება

თბილისის მერია - გუდიაშვილის მოედანზე ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს

11.08.18 16:15


დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის - „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა - ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, აღმოჩენილი ხმლები გამოსაკვლევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი.

„ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს.

წყარო: IPN

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები