პოლიტიკა

დავით სერგეენკო - „ქართულ ოცნებას" ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

11.08.18 16:25


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართულ ოცნებას" ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ჯერ შეხედავს საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო პროგრამას და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ფართო ფორმატში ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა, მთავარი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ „ქართული ოცნება" არ წარმოადგენს პარტიულ კანდიდატს. რაც შეეხება, იმას, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ამაზე იყო შეთანხმება, რომ ჩვენ შევხედავთ ამ კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს, მათ ხედვებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ, საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს პარტია, არ არის მიღებული", განაცხადა სერგეენკომ.

წყარო: IPN

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები