მსოფლიო

არაპუნქტუალური აეროპორტების რეიტინგში ლიდერი ბარსელონას El Prat-ის საერთაშორისო აეროპორტია

14.08.18 17:55


არაპუნქტუალური აეროპორტების რეიტინგში ლიდერი ბარსელონას El Prat-ის საერთაშორისო აეროპორტია. El Prat-ი, რომელიც ბარსელონას ცენტრიდან 12 კმ-ითაა დაშორებული, მესამე წელია არაპუნქტუალური აეროპორტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზეა. ანტი რეიტინგში ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტმა უკან ჩამოიტოვა ამსტერდამისა და ფრანკფურტის აეროპორტები, რომლებიც დაგვიანებული რეისებით არიან განთქმულნი.

FlightStats-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში El Prat-ში რეისების მხოლოდ 51,6%-ი შესრულდა დროულად. მაგალითისთვის ივლისში El Prat-დან ყოველი მეორე რეისი მინიმუმ 15 წუთიანი დაგვიანებით შესრულდა.

როგორც ირკვევა El Prat-ის ანტი რეკორდში „დამნაშავე“ ესპანური „ლოუკოსტერი“ Vueling-ია, რომელზეც აეროპორტების ავიარეისების 37%-ი მოდის.

წყარო: ghn.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები