პოლიტიკა

ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

14.08.18 18:00


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო: ghn.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები