ეკონომიკა

2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20.6%-ით გაიზარდა

15.08.18 16:35


დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

“საქსტატის“ ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 58.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 24.6 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 18.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 15.2 პროცენტით.

2017 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 489.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 302.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 284.8 მლნ. აშშ დოლარით.

წყარო: ghn.ge

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები