პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

21.08.18 14:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებულიშტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.

„საქართველოში სტუმრად იმყოფებიან კონგრესის მრჩეველთადელეგაციის წევრები, რომლებიც ეცნობიან ჩვენს ქვეყანაში არსებულპოლიტიკურ ვითარებას, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დაემსახურება კონგრესში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა დაცნობადობის გაზრდას. ვისაუბრეთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც პირველ რიგშიგამოიხატება რეზოლუციებში და ასევე იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენიქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმაშეხვედრის კომენტირებისას.

საქართველოში კონგრესის მრჩეველთა დელეგაციის ვიზიტი ამერიკისშეერთებული შტატების ხელისუფლების ერთობლივი საგანმანათლებლოდა კულტურული გაცვლითი პროგრამით ხორციელდება და იგი ამერიკისწარმომადგენელთა პალატის წამყვან თანამშრომლებს შესაძლებლობასაძლევს მეტი გაიგონ საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა დაკულტურაზე, აგრეთვე, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულიშტატების მჭიდრო, ორმხრივ ურთიერთობებზე.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიანმთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს, პოლიტიკის ექსპერტებს.

ვიზიტის მიზანიამონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაცვალონ ხედვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკისშეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, ვაჭრობისლიბერალიზაცია და სხვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიცქიტიშვილი.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები