საზოგადოება

მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

21.08.18 15:30


მუსლიმები ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს დღეიდან სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

დილის ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში გამთენიისას დაიწყო.

ურბან-ბაირამი მარხვის თვის, რამაზანის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ბიბლიური აბრაამის მსხვერპლშეწირვის სიუჟეტს უკავშირდება. ამ დღეს, ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, ხორცს უნაწილებენ ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს.

ყურბან–ბაირამი მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის განმარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

ყურბან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულია. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები