პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს - საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი

21.08.18 16:00


გაერთიანებული ოპოაზიცია „ძალა ერთობაშია“ და საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ჭევრები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნას აპროტესტებენ.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დახმარებით გეგმავს.

ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები.

„ჩვენ შევქმნით ყველანაირ მექანიზმს რომ გამოვრიცხოთ გაყალბება და დაფიქსირდეს ის შედეგი, რასაც გამოხატავს ჩვენი საზოგადოება,“-განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშია"-ს შტაბის წევრმა პაატა მანჯგალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები