პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას შიდა ქართლში აგრძელებს

21.08.18 16:45


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ამჯერად შიდა ქართლში, გორსა და კასპში განაგრძობს.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გორში აფხაზეთში და სამაჩაბლოში სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. კანდიდატმა შეხვედრები გამართა გორის და კასპის მოსახლეობასთან და დაათვალიერა ქალაქის ცენტრში ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

„ხელმოწერების კამპანია შიდა ქართლში წარმატებულად გრძელდება, რისთვისაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა მხარდაჭერას საკუთარი ხელმოწერით გამოხატავს.

მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იფიციალურად დარეგისტრირდა, ხელმოწერების შეგროვება თბილისიდან დაიწყო. მის მიმართ მხადრაჭერა საკუთარი ხელმოწერით უკვე 10 000-მდე ადამიანმა დააფიქსირა“,- აცხადებენ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები