საზოგადოება
21.08.18 17:20
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, წითელას გავრცელების შემთხვევები ევროპაში 2017 წლის პირველ 6 თვეში გაორმაგდა. საქართველო ამ მაჩვენებელში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ 6 თვეში წითელას ვირუსით 41 000 ადამიანზე მეტი დაინფიცირდა.
2010–2017 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა-23 927 შემთხვევა, ყველაზე დაბალი კი, 2016 წელს- 5273 შემთხვევა.
საქართველოს იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000–ს გადაჭარბა.
იტალია
რუსეთი
საფრანგეთი
საქართველო
საბერძნეთი
სერბეთი
უკრაინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 23 000 შემთხვევა უკრაინაში გამოვლინდა. წითელას გართულებების გამო გარდაიცვალა 32 ადამიანი, გარდაცვლილების ყველაზე მეტი, 14 შემთხვევა სერბეთში დაფიქრიდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტომდე წითელას 1313 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გართულებების გამო 2 ადამიანი დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, წითელა ძირითადად 20–დან 40 წლამდე აუცრელ პირებს გადაედებათ. ასევე დაუცველი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებს არ აქვთ გავლილი იმუნიზაცია.
პაატა იმნაძის განმარტებით, წელიწადნახევარია, რაც კამპანიას აწარმოებენ მოსახლეობის მისაზიდად, თუმცა 20–40 წლამდე ადამიანების 10 % კვლავ აუცრელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი შუშანა იაკაბი ამბობს, რომ წითელას გავრცელების ხელშეშლა იმუნიზაციით იწყება.
“მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ განახორციელონ ფართო, საჭიროებებზე მორგებული ღონისძებები, რათა შეაჩერონ ინფექციის გავრცელება. ჯანმრთელობა ყველასთვის იწყება იმუნიზაციით. რადგანაც ეს ინფექცია არ გამქრალა, ჩენ ვერ ვასრულებთ მდგრადი განვითარების მიზნების მოთხოვნებს”, – ამბობს შუშანა იაკაბი
“ევროპის რეგიონული კონტროლის კომისია წითელასა და წითურას ელიმინაციისთვის” მონაცემების მიხედვით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 43–მა შეაჩერა ეპიდემიის გავრცელება.
კონტროლის კომისია წუხს იმის თაობაზე, რომ ინფექციაზე არაადეკვატური ზედამხედველობა და დაბალი იმუნიზაცია ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24