პოლიტიკა

„სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი უნდა იყოს“

21.08.18 21:20


სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი უნდა იყოს, – ამის შესახებ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამისთვის სამეგრელოს რეგიონს ყველანაირი პოტენციალი აქვს – შრომისმოყვარე ხალხი, განათლებული საზოგადოება და ყველაფერი სხვა, რაც საჭიროა რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის. მისივე განცხადებით, ახალი გუბერნატორის შერჩევის პროცესში ეს საკითხი იყო ძირითადი და ამის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნაზე.

„ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობაში იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები. უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ საქართველოს წარმატება გაიზომება მთლიანად, მაგრამ რამდენიმე კუთხის და განსაკუთრებით ქალაქის წარმატებული განვითარებით – ეს არის თბილისი, ბათუმი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს და იქნება აუცილებლად ზუგდიდი. იმასთან ერთად, რომ ერთმნიშვნელოვნად მადლობა გადავუხადოთ ხალხს, რომელმაც წლების განმავლობაში იზრუნა და იშრომა ამ კუთხის განვითარებაზე, უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ორჯერ უფრო მეტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.

გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მოქცეული სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე. არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ „საზღვრით“, რომელიც გვერდზე არის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებული ვართ, აი ასე, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები“, – განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები