საზოგადოება

მყვინთავი, რომელიც აბაშისწყალში დაიხრჩო, წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტია

08.07.16 19:40


მყვინთავი, რომელიც მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია. ამის შესახებ „კვირას“ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდში“ განუცხადეს. მათი თქმით, 45 წლის ელგუჯა ჯამრიშვილი წუხელ სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა.

17 წლის მოზარდს და მყვინთავის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მოზარდისა და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები