საზოგადოება

გარემოსდაცვით ცენტრში ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხებზე იმსჯელეს

08.07.16 19:55


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შეხვდა. შეხვედრაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი ზეგავლენის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გაფრქვეული დამბინძურებლების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. ამ მხრივ ყველზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი.

შეხვედრაზე ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სექტორიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფის ინტენსივობისა და მოცულობის შემცირების გზები განიხილეს.

შეხვედრა გარემოს და ბუნებრივი რესურების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოვიზია“, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, მწვანე ალტერნატივა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები