ეკონომიკა

საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა

29.08.18 20:00


სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის დასკვნით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით, რეგიონში პირველ ადგილზეა.

ხოლო ევროპაში მეათე, მსოფლიოში კი ოცდამეათე ადგილს იკავებს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. აუდიტის შედეგებმაკიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული.

ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარიგავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაცშეუქცევადი პროცესია“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები