პოლიტიკა

თამაზ მეჭიაური: საარჩევნო სიაში თუ ”დავარცხნილი ნაციონალები” ან ”რესპუბლიკელები” იქნებიან, ”ოცნებას” გავემიჯნები

07.05.16 18:35


”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში თუკი ”დავარცხნილი ნაციონალები” ან ”რესპუბლიკელები” იქნებიან, ”ოცნებას გავემიჯნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ყრილობის კომენტირებისას განუცხადა.

მეჭიაურის თქმით, იგი ”ოცნების” საარჩევნო სიის შედგენაში არ მონაწილეობს და შესაბამისად, სიის შემადგენლობა არ იცის.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მეჭიაურს ინფორმაცია არ აქვს, დაესწრება თუ არა ”ქართული ოცნების” ყრილობას, თუმცა, დეპუტატის თქმით, ”დიდი ალბათობით უნდა დაესწროს, რადგან მის მიერ დაარსებული პარტიაა”.

”რაც შეეხება საარჩევნო სიას, გაჟღერდება თუ არა ეს ინფორმაცია ყრილობაზე - არ ვიცი, რაც შეეხება სიის შემადგენლობას, მე მის შერჩევაში არ ვმონაწილეობ და არ ვიცი ვინ იქნებიან წარმოდგენილი და ისიც არ ვიცი ვიქნები, თუ არა სიაში, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია. მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუ როგორი პიროვნებებით იქნება წარმოდგენილი ეს სია. თუ იქ იქნა ისეთი პიროვნებები, რომ ჩემი ყოფნის აუცილებლობა აღარ იქნება და ისინი შეასრულებენ იმ საქმეს, რაც მე მიმაჩნია სწორად, მაშინ მე ტრაგედიას ვერ დავინახავ იმაში, თუ სიაში არ ვიქნები, მაგრამ თუ დავინახავ, რომ სიაში იქნებიან გარედან თავს მოხვეული ადამიანები, ”დავარცხნილი ნაციონალები” ან ”რესპუბლიკელები”, მაშინ მე თვითონ გავემიჯნები ”ქართულ ოცნებას” და გავაგრძელებ ბრძოლას სხვა ფორმით. არ ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ”, - განაცხადა მეჭიაურმა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები