ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს

30.08.18 18:40


წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლის განმაპირობებელიაროგორც საგარეო მოთხოვნის ზრდა, ისე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება.

ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს საქონლის ექსპორტი, რომელიც2018 წლის ივლისში 31 პროცენტით გაიზარდა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომსახურებით ექსპორტში, კერძოდ ტურიზმში - იმავე ივლისის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარიშეადგინა.

მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროებიდა რესტორნები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზესაქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული საკრედიტო კომპანიებისმიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს. „27 აგვისტოს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, მათ შორისმოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რეგიონში არსებული სირთულეებისმიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მმართველობითი გარემო ხელსუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით „სწორედ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები განაპირობებსსაგარეო მოწყვლადობის შემცირებას და უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რაც იმის საფუძველია, რომსაქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს“ -აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები