ეკონომიკა

ეკონომიკა 7 თვეში 5.5%-ით გაიზარდა

30.08.18 20:40


წინასწარი შეფასებით, ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 4.6%-ით გაიზარდა, ეკონომიკურმა ზრდამ წლის მეორე კვარტალში 6%, 7 თვის საშუალომ კი 5.5% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2.8%-ით, სამრეწველო ფასების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა.

გაზრდილია საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც, მათ შორის ექსპორტი 28.8%-ით, იმპორტი 22.9%-ით, მთლიანი ბრუნვა 24.4%-ით.

იანვარ-ილისში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6.2%-ით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 11.8%-ით გაიზარდა.

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზეა გათვლილი, სავალუტო ფონდმა ზრდი საკუთარი პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები