საზოგადოება

მაშველებმა მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

08.07.16 20:20


მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ბიჭის ცხედარი მდინარე აბაშისწყლიდან რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ამოიყვანეს.

კიდევ ერთი დაკარგული მამაკაცის, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი, ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ის წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.

სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ. სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები